
დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, მას 67 წელი შეუსრულდა.
ბიძინა ივანიშვილი 1956 წლის 18 თებერვალს დაიბადა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012-2013 წლებში ეკავა. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსული იყო საქართველოში.
მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადება 2011 წლის ოქტომბერში გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.
2012 წლის აპრილში ივანიშვილმა დააფუძნა პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”, სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რომელმაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი.
2018 დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ. 2021 წელს კი ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
0
0