
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დღე ღონისძიების სტუმრებსა და იმ პოლიციელებს მიულოცა, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან.
„მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით პოლიციელებო, ოფიცრებო და რიგითებო. დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელების დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იცავთ საკუთარი ქვეყნის საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს, იბრძვით ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოსა და მშვიდობიან მომავალს. ყველას გილოცავთ პოლიციელის დღეს“, - განაცხადა გომელაურმა.
0
0