25/04/2023
11:46
პოლიტიკა
დღეიდან სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამიტთან დაკავშირებით დებატები იმართება. დისკუსია დაგეგმილია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით. ქართული დელეგაცია სხვადასხვა კომიტეტში პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვასაც გეგმავს.
„ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზე, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები ამ ანგარიშთან დაკავშირებით და ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ ორივე მომხსენებელს. ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარი გვექნება 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„იქნება დებატები, რომელიც მნიშვნელოვანია მოახლოებული რეიკიავიკის სამიტის წინ, სადაც მთავრობების ხელმძღვანელები 46 ქვეყნიდან შეიკრიბებიან მაისში. ასევე, ჩატარდება რუმინეთის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კენჭისყრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პლენარული სხდომის პარალელურად ჩატარდება არაერთი საკომიტეტო განხილვა და ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს და რომელთან მიმართებაშიც ჩვენი ყურადღება მაქსიმალურად არის ორიენტირებული“, - აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ, რომელიც სტრასბურგში იმყოფება.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024