06/05/2024
10:17
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო.
აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით და პასქებით ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.
აღდგომას, საფლავზე გასვლის ტრადიცია, საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს.
აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ოთხშაბათსა და პარასკევს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.
ბრწყინვალე შვიდეულის ყველა დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
ამასთან, წელს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გიორგობის დღესასწაული დაემთხვა.
ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.
ბრწყინვალე შვიდეული მორწმუნეებისთვის ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.
0
0