სასამართლომ განაჩენი დღეს, 28 აპრილს გამოაცხადა. იანუკოვიჩს, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება, უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად უკვე მეორე განაჩენი გამოუტანა.
გამოძიების თანახმად, 2014 წლის 23 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, უახლოესი გარემოცვის სულ მცირე ოც წარმომადგენელთან ერთად, საჰაერო გზით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საჰაერო საზღვარი.
2013 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი შეაჩერა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი, რომელსაც დაკავება ემუქრებოდა, თანმხლებ პირებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მითითებით უკრაინიდან სამხედრო ვერტმფრენებით გაიყვანეს.