19/01/2022
19:09
პოლიტიკა
“იაგო ხვიჩიამ თქვა ეთერში გუშინ და ჩემი აზრით სწორი პოზიცია ჩამოაყალიბა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ადამიანები თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან, რათა რაიმე ფორმით დისკრიმინირებული მოქალაქეები არ გვყავდეს. რომც წარმოვიდგინოთ, რომ ოდესღაც ვიღაცის ბრალია, რომ დღეს ეს ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან, როგორშიც არიან, მაგრამ მათ ამ მდგომარეობაში ყოფნაში ჩემი შვილების ბრალი არაფერია. აქედან გამომდინარე თუ ამ დაშვებებით გამოვალთ… მათი სტატუსი იქიდან ხომ არ გამომდინარეობს ღარიბები არიან თუ არა?! შესაძლოა იყოს დევნილი და იმდენად მდიდარი იყოს, რომ აქეთ ეხმარებოდეს სხვა ადამიანს და 45 ლარს ვაძლევდეთ დევნილის დახმარებას. ეს ხომ არასწორია?!
ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თუ რამე გვაქვს საკომპენსაციო და გასაცემი, გავცეთ. უზარმაზარი უძრავი ქონებაა მთავრობის ხელში, რომელიც ისედაც დასაპრივატიზებელია და თუ ვინმეს უნდა გადასცე ის, უნდა გადასცე მას, ვინც სადღაც ასეთი მატერიალური ქონება. როცა ეს ადამიანები საქართველოს სხვა მოქალაქეებთან თანაბარ პირობებში ჩადგებიან, მერე უნდა იყოს ისეთი მიდგომა, რაც არსებობს ქვეყანაში. როდესაც ღარიბია ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ის დევნილია თუ არადევნილი?! უნდა დავეხმაროთ ყველა ღარიბს და სტატუსური სხვაობა აღარ უნდა იყოს, რაც იწვევს ჩვენს ვალდებულებას მათ მიმართ და ჩვენ ეს ვალდებულება მორალურად არ გაგვაჩნია, ისევე როგორც მათ ჩვენთან მოსათხოვი არ აქვთ და თუ რაიმეა საკომპენსაციო, გადავცეთ ქონება,” – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
0
0