პარლამენტის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ამერიკულ ელექტროავტომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს აქციების ნაწილი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ფინანსური გარიგების შესახებ მონაცემები ჩანს მმართველი პარტიის დეპუტატის ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 28 ივნისს არის შევსებული.
"2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატი წერდა, რომ „ტესლასი“ ფლობდა 557 150 დოლარის ღირებულების 2300 აქციას.
2024 წელს შევსებული დეკლარაციაში კი ჩაწერა, რომ „ტესლასი“ ფლობდა 235 661 დოლარის ღირებულების 1020 აქციას.
რადიო თავისუფლებას სურდა დეპუტატისთვის ეკითხა, როდის და რატომ გადაწყვიტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების გასხვისება. თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მასთან კომუნიკაცია ვერც პარლამენტის პრესსამსახურის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
წელს შევსებული დეკლარაციით, სავარაუდოა, რომ Tesla-ს აქციები მან გასულ წელს გაყიდა, სანამ პარლამენტი „აგენტების კანონს“ მიიღებდა. ამაზე მიანიშნებს დეკლარაციის ბოლო გვერდზე მითითებული ცნობა, რომ მან გასულ, 2023 წელს ფასიანი ქაღალდების / აქციების გაყიდვით $391 544 მიიღო" - ნათქვამია რადიო თავისუფლების ინფორმაციაში.
0
0