
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსეი ჟურავლევმა გამოთქვა წინადადება, თანამედროვე სმარტფონებში გამოყენებული 20-მდე emoji-ის აკრძალვის შესახებ. მიზეზი ისაა, რომ ისინი, თითქოს, არატრადიციულ ღირებულებებს უწყობენ ხელს.
ჟურავლევმა თავისი ინიციატივა „როსიისკაია გაზეტას“ განუცხადა. მისი თქმით, უნდა აიკრძალოს ემოჯები, რომლებიც ასახავს „ერთსქესიან წყვილებს ბავშვებთან ერთად, მამაკაცები და ქალები რომ კოცნიან ერთმანეთს, ორსულ მამაკაცს, პატარძალს ულვაშებით, წვერიან ქალებს და ა.შ.“
”ბავშვები ხედავენ ამ ყველაფერს, ისინი მუდმივად უგზავნიან ერთმანეთს ამ სმაილიკებს”, - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ რუსეთში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას და ”ეს რეალური პროპაგანდაა”.
ჟურავლიოვმა თავისი ეს წინადადება იმით ახსნა, რომ სოციალური ქსელების მონახულება სხვა საიტების მონახულებას აღემატება.
„აუცილებელია ზომების მიღება ამ სმაილიკების მოსაშორებლად და მათი გამოყენების დაბლოკვის მიზნით რუსეთში. რუსებს ტრადიციული ღირებულებები აქვთ“, - განაცხადა დეპუტატმა.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025