03/08/2023
17:25
მსოფლიო
დეპუტატ ბოგდან ტოროხტის ბულგარეთში შვებულებისა და იური არისტოვის მალდივებზე მოგზაურობის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, რადგან ბულგარეთი მალდივები არ არის, ტოროხტიას წინააღმდეგ სწორედ ამიტომ არ გატარებულა სადამსჯელო ღონისძიებები, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ტოროხტის შვებულება ჯერ კიდევ მაშინ მისცეს, როდესაც ამის გაკეთება შეიძლებოდა და ის ბულგარეთში ბავშვის გამო წავიდა.
„დეტალებზე არ მინდა საუბარი“, – აცხადებს არახამია.
ამასთან, არახამიას თქმით, მას შემდეგ, რაც არისტოვის შვებულების შესახებ ინფორმაციის დადასტურება მოხდა, მის მიმართ დიდი ზეწოლა იყო.
„დიახ, მისი ბრალია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც მისი ცოლის, რომელიც ფრაქციის წევრი არ არის. და ბოლოს, ტოროხტის მაინც მოუწევს ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღება იმ შემთხვევაშვი, თუ კიდევ ერთხელ მოინდომებს სადმე კენჭისყრას“, – განაცხადა არახამიამ.
ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა გაავრცელეს ინფორმაცია, თუ როგორ იყენებს დეპუტატი ბოგდან ტოროხტია 2023 წელს გამოშვებულ „მერსედის“ მარკის ავტომობილს და ასევე იპოვეს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ მან საომარი მოქმედებების დროს დასვენების მიზნით საზღვარი გადაკვეთა.
0
0