
მე, პირადად, დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ დავუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა, 12-ვე პუნქტი შესრულდეს და ჩვენ კანდიდატობა მივიღოთ, ასეთ აბსურდულ კანონს მე მხარს არ დავუჭერ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„დეოლიგარქიზაციის კანონს „ქართული ოცნება“ მიიღებს, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა და თეორიულად ევროკავშირთან თავს გაიმართლებს. ეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება დამავალეთ, მოვიძიე, ერთადერთი პრეცედენტი იყო უკრაინაში, უკრაინული კანონი გადმოვიღე და მცირე შესწორებები შევიტანე. ჩვენთან პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინ არის ოლიგარქი. პარლამენტში „ქართული ოცნებაა“ უმრავლესობაში, შესაბამისად, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად ნახსენები არ იქნება. ამით თავს გაიმართლებენ და სუფთა თეორიულად, მართლებიც იქნებიან. პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ამ კანონს ოპოზიციის დამფინანსებელი საშუალო და მცირე კალიბრის ოლიგარქების წინააღმდეგ გამოიყენებს და მათ აუკრძალავს პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკაში მონაწილეობას, მედიის დაფინანსებას და ა.შ. ამით დასრულდება ეს ყველაფერი - „ქართული ოცნება“ ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ეს ასეც მოხდებოდა. ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი გაშმაგებული მოითხოვდა ამ კანონის მიღებას. „ქართული ოცნება“ როცა გყავს უმრავლესობით, ვინ დაიჯერა, რომ ისეთ კანონს მიიღებდნენ, თუნდაც ევროკავშირის ზეწოლით, რომლითაც ივანიშვილს რამეს შეუზღუდავდნენ, ეს ხომ აბსურდია და ჩვენ ამ აბსურდში ვმონაწილეობთ. იქ ყველაზე მთავარი იყო და არის, რომ მთელი ძალისხმევა სასამართლოს და პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემის დასაშლელად წასულიყო. აქ იგულისხმება პროკურატურა, სასამართლო. აქ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და „ქართულ ოცნებას“ რაღაცა გამოვგლიჯოთ. მე, პირადად, დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ დავუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა, 12-ვე პუნქტი შესრულდეს და ჩვენ კანდიდატობა მივიღოთ, ასეთ აბსურდულ კანონს მე მხარს არ დავუჭერ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026