06/03/2022
10:31
მსოფლიო
ახტირკასა და ტროსტიანცეში არ არის ელექტროენერგია და წყალმომარაგება, ხოლო მარიუპოლში ვერ მოხერხდა ჰუმანიტარული კორიდორის გამოყენება. დენისოვის თქმით, ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა.
პარალელურად თვითგამოცხადებული, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ედაურდ ბასურინმა გამოცემა ინტერფაქსთან თქვა, რომ ჰუმანიტარული კორიდორები მარიუპოლის და ვოლნოვახის დასატოვებლად კვირას, 6 მარტს კვლავ გაიხსნებოდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
0
0