
დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. შმიგალმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც მან „ტელეგრამ არხზე“ გამოაქვეყნა.
„მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც იბრძვიან ფრონტზე და იცავენ უკრაინას. მადლობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის. მადლობა მთელ გუნდს დაუღალავი შრომისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდება უკრაინას“, – წერს დენის შმიგალი.
ცნობისთვის, 15 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურა წარადგინა. სვირიდენკო ამჟამად ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შმიგალი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი აშშ-ში უკრაინის ელჩად დაინიშნება.
0
0