
დემოკრატმა კრისტიან მენეფიმ ტეხასში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპეციალურ არჩევნებში გაიმარჯვა.
მენეფიმ განაცხადა, რომ შეაკავებს იმიგრანტების წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ზომებს. მისივე თქმით, იმუშავებს იმისთვის, რომ „ფესვებიდან გაანადგუროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური“.
„გამოვიძიებ თქვენს დანაშაულებს“, – მიმართა კრისტიან მენეფიმ დონალდ ტრამპს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს შედეგი კიდევ უფრო შეამცირებს რესპუბლიკელების უკვე მცირე უმრავლესობას პალატაში.
გამოცემის ინფორმაცით, აღნიშნული არჩევნები არ ასახავს მკაფიო სურათს, რომელი პარტია გაიმარჯვებს ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებში.
მანამდე, ტეხასის შტატის სენატის არჩევნებში დემოკრატმა ტეილორ რეჰმეტმა გაიმარჯვა იმ ოლქში, სადაც დონალდ ტრამპი 2024 წელს 17 პროცენტით იმარჯვებდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცუდია“ შტატის სენატში დამარცხება, მაგრამ აღნიშნა, რომ ის არაფერ შუაშია, რადგან თავად არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში.
0
0