დემოკრატიულ ქვეყნებში მეორე ტურები დასაძრახი კი არ არის მისასალმებელია - კახა კახიშვილი
05/10/2021
14:14
პოლიტიკა
A-
+A
„დემოკრატიულ ქვეყნებში მეორე ტურები დასაძრახი კი არ არის მისასალმებელია, - ამის შესახებ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დემოკრატიულ ქვეყნებში, მეორე ტურები დასაძრახი კი არ არის მისასალმებელია. სამწუხარო მოვლენა იქნებოდა დღეს, საქართველოში ყველა ოლქში მმართველ პარტიას 80%-ით გაემარჯვა. ეს იქნებოდა ნამდვილად სირცხვილი. და არ იქნებოდა დემოკრატია“, - აღნიშნავს კახიშვილი.
კახა კახიშვილმა სხდომაზე, ყურადღება 2012 წლის ციხესა და ამჟამინდელ ციხეში ამოქმედებულ სისტემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მას არავის ციხეში ჯდომა რა უხარია.
„როდესაც შევარდნაძის პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს, სად ისხდნენ? რა პირობებში? ჰქონდათ თუ არა მათ მხარდამჭერებს შესვლის უფლება? რას ფიქრობდა მათი ოჯახი? - იმაზე კი არ ფიქრობდნენ რა სასამართლო განიხილავს, იმაზე ფიქრობდნენ ცოცხლები გამოვლენ იქიდან თუ არა. როდესაც ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების გამოხატულება, როცა წლების მანძილზე, ეს იყო უკიდურესი ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ციხეში საჭმელი არ იყო. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია ეს არის ჩვენი დამსახურება“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
0
0
140686
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%