დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია - ჰერჩინსკი „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაზე
17/04/2024
16:51
პოლიტიკა
A-
+A
ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
ელჩს ასევე ჰკითხეს სამართალდამცველთა მხრიდან აქციის მონაწილეებზე წიწაკის სპრეის გამოყენებაზე.
„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნებისმიერი მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
0
0
106
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%