
მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს, - განაცხადა დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა, სამანტა დიქსონმა.
ახალი წესები, რომლებიც ასახულია დღეს წარდგენილ „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო, რასაც თან ახლავს გაერთიანებული სამეფოს ყველა არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გავრცელება 16 და 17 წლის პირებზე.
„ბევრ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდასთან საუბრისას დავინახე, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, ჩაერთონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატია ეროვნული სასწავლო პროგრამის ნაწილია, მილიონობით ახალგაზრდას ექნება საკმარისი ცოდნა და თავდაჯერებულობა, რათა პირველად მიიღონ მონაწილეობა ჩვენს დემოკრატიულ ცხოვრებაში.
ეს გარდამტეხი კანონპროექტი მათ ხმას გააჟღერებს. ამავდროულად, ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
0
0