27/07/2023
13:19
მსოფლიო
ნიგერის ჯარისკაცებმა ეროვნული ტელევიზიით სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განცხადება გააკეთეს.
მოგვიანებით კი, ნიგერის პრეზიდენტმა მოჰამედ ბაზუმმა სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე განაცხადა:
„ქვეყანა „რთულად მოპოვებულ გამარჯვებას შეინარჩუნებს და გაუფრთხილდება. ყველა ნიგერიელი, ვინც პატივს სცემს დემოკრატიასა და თავისუფლებას, ამაზე იზრუნებს".
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰასუმი მასუდუმ ასევე მოუწოდა ყველა დემოკრატსა და პატრიოტს, ერთობლივი ძალისხმევით დაამარცხონ ეს "ავანტიურა". როგორც საინფორმაციო სააგენტო AFP-მ France24-ს განუცხადა, ჰასუმი მასუდუს მტკიცებით, მთავრობა "კანონიერი გზით არის არჩეული".
საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა თანამდებობიდან გადააყენეს, "თავს კარგად გრძნობს".
26 ივლისს, ნიგერის ჯარისკაცებმა ეროვნული ტელევიზიით განაცხადეს, რომ მათ მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება, გააუქმეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა და ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები.
გაეროს გენერალურმა მდივანმა და სხვა მსოფლიო ლიდერებმა ეს ნაბიჯი დაგმეს.
0
0