18/12/2023
19:18
მსოფლიო
აშშ-ს სენატის დემოკრატი სენატორის თანაშემწე სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც კონგრესის სასამართლო მოსმენების დარბაზში საკუთარი სექსის ვიდეო გადაიღო. 24 წლის ეიდან მაეზ-სჩეროპსკი მერილენდის შტატის დემოკრატის სენატორის ბენ კარდინის თანაშემწე იყო. მაეზ-სჩეროპსკის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სენატორ ბენ კარდინის ოფისმა 18 დეკემბერს გაავრცელა.
"ბატონი მაეზ-სჩეროპსკი აღარ არის აშშ-ს სენატის თანამშრომელი. ჩვენ სხვა კომენტარს ამ საკითხზე არ გავავრცელებთ" - თქვა კარდინის ოფისის პრესსპიკერმა.
ოთახში, სადაც თანაშემწის სექსის სცენაა გადაღებული, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის კონგრესის ისტორიული სასამართლო მოსმენები იმართებოდა.
თავდაპირველად აღნიშნული ვიდეო მემარჯვენე ვებგვერდზე, The Daily Caller-ზე გავრცელდა. კაპიტოლიუმის პოლიციამ შემთხვევის გამოძიება დაიწყო.
LinkedIn-ზე თავად ეიდან მაეზ-სჩეროპსკიმ დაწერა, რომ ამჟამად ის მძიმე პერიოდს გადის. მისი თქმით, შესაძლოა წარსულში დაუშვია შეცდომები, თუმცა მას თავისი საქმე უყვარს და არასდროს შეურაცხყოფდა იმ გარემოს, სადაც მუშაობს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024