25/10/2022
12:41
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ლიბერალები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიის გადახედვისა და კრემლთან პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, რათა კრიზისის დასრულებას დაეხმაროს.
30 დეპუტატისგან შემდგარმა დემოკრატთა ჯგუფმა, რომელსაც პრამილა ჯაიაპალი ხელმძღვანელობს, თეთრ სახლს წერილი გაუგზავნა. დეპუტატები ჯოზეფ ბაიდენს მოუწოდებენ, განაგრძოს "პროაქტიული დიპლომატიური სვლა, რათა გააორმაგოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის რეალისტური ჩარჩოს მოსაძებნად", - წერს The Washington Post.
კანონმდებლებმა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ აშშ-ს რუსეთთან რეგულარული კავშირი არ აქვს, წერილში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მანამდე მოლაპარაკების გზით კონფლიქტის საბოლოოდ გადაჭრის ხელშეწყობაზე საუბრობდა. კანონმდებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა.
მიმდინარე კვირაში დემოკრატების მწვავე რეაქციის შემდეგ, პრამილა ჯაიაპალმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერილის დაწერის მიზეზი განმარტა.
”ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ, როგორც დემოკრატები, გაერთიანებულნი ვართ, ჩვენს ცალსახა ვალდებულებაში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის უკანონო და აღმაშფოთებელ შეჭრასთან დაკავშირებით, მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს მათი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დიპლომატია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი საშუალებაა”, - თქვა ჯაიაპალმა
0
0