-share.jpg)
ქართველი დიზაინერი, Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის UNITED24-ის ელჩი გახდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. წერს უკრაინული მედია.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალიას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერის გამო.
„გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ეს ძალიან ღირებულია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ყურადღების მიქცევა უკრაინაზე, რათა დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩემთვის პატივია გავხდე United24-ის ელჩი. ძალიან კარგად ვიცი და ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც უკრაინელები განიცდიან. ბევრი მიფიქრია, როგორ დავეხმარო უკრაინას და ყველა ლტოლვილს, ვისაც სურს სახლში დაბრუნება. ამიტომ გადავწყვიტე ფოკუსირება მოვახდინო ჰუმანიტარულ მიმართულებაზე. სპეციალური მაისური, რომელიც ჩვენ შევქმენით Balenciaga-ში, იქნება ერთგვარი მხარდაჭერის გზავნილი უკრაინის მიმართ“, - განაცხადა გვასალიამ.
0
0