06/01/2025
10:47
ტაბლოიდი
ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის’’ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, მიუზიკლსა და კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ “სუბსტანციაში“ [The Substance] განსახიერებული როლისთვის.
როგორც 62 წლის ამერიკელმა მსახიობმა განაცხადა, ის, “სუბსტანციაში“ მონაწილეობამდე, თავისი კარიერის „დაბალ წერტილში“ იმყოფებოდა.
,,ეს ჯილდო იყო იმის საზეიმო აღნიშვნა, რომ ღირსეულად ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და შეხსენება იმისა, რომ ეს საჩუქარი მეკუთვნის. შოკში ვარ ასეთ კონკურენტულ კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ, როდესაც ასევე დაჯილდოვდნენ ,,ანორას’’ ვარსკვლავი მაიკი მედისონი, სინტია ერივო და ,,ემილია პერესის’’ ვარსკვლავი კარლა სოფია გასკონი", - თქვა დემი მურმა.
ასევე, წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, კომედია) “ემილია პერესი” დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა „ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა. დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: „ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“.
მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ „ნამდვილ ტკივილში“ განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ფილმ „ემილია პერესში“ შესრულებული როლოსთვის.
საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმს, „ნაკადს” გადაეცა.
0
0