01/06/2022
23:20
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო ს სიწმინდეების დაცვის განყოფილება საქმის კურსშია შოთა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გადატანის თაობაზე.
ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ზაზა ნანობაშვილისთვის არავის დაუვალებია ანჩისხატის პატრონობა, გადატანა ან გადმოტანა, საკუთარ თავს თავად დაავალა და სარგებლობს ამ გამოგონილი სტატუსით, აწყობს რიგ დესტრუქციებს, როგორც ანჩისხატის ტაძარში, ასევე ქუჩებში.
საპატრიარქოს გააჩნია სიწმინდეების დაცვის განყოფილება და ეს განყოფილება საქმის კურსშია”, - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, 1 ივნისს, შოთა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დაიწყო, რასაც ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრების პროტესტი მოჰყვა.
0
0