
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში, 54 წლის მამაკაცი, დედის მკვლელობაშია ბრალდებული. იგი უკვე დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა, 86 წლის დედა ნაჯახით მოკლა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, 2 დღე სამძიმარს იღებდა. შემთხვევა რვა მარტს მოხდა.
ასევე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქირავა მიცვალებულების ჩასასვენებელი მაცივარი, სადაც მოკლული დედა ჩაასვენა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც მეზობლები ამბობენ, დათვალიერების შემდგომ ცხედარს ემჩნევა, რომ ქალი მოკლულია. მკვლელობის სავარაუდო მოტივად პენსია სახელდება. როგორც ამბობენ, დედამ შვილს პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0