08/08/2023
15:48
მსოფლიო
„მეცნიერების განცხადებით, აუცილებელია, რომ პლანეტაზე გლობალური დათბობის 1,5-გრადუსიანი ზღვარი დარჩეს. ივლისის საშუალო გლობალური ტემპერატურა, რეკორდულად ყველაზე ცხელი თვე, დაახლოებით 1,5 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილი იყო ვიდრე პრეინდუსტრიული ეპოქაში [რომელიც 1800-იანი წლების შუა და ბოლო პერიოდში დასრულდა] დაფიქსირდა. ეს ზაფხულის პირველი თვეა, რომელმაც 1,5 გრადუსს გადააჭარბა, რაც მომავალი ზაფხულის ტემპერატურის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს,“ - იუწყება ევროკავშირის კოპერნიკის სახელობის კლიმატის ცვლილების სამსახური.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გლობალური ტემპერატურის 1,5-გრადუსიანი ზღვარი მნიშვნელოვანია, რადგან ის პლანეტის საკვანძო გარდამტეხი წერტილია; ამ ნიშნულზე გადაჭარბება, შესაბამისად, ექსტრემალური სიცხის, წყალდიდობის, გვალვის, ტყის ხანძრების და საკვებისა და წყლის დეფიციტის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
2015 წლის პარიზის საეტაპო შეთანხმების მიზანი კლიმატის კრიზისით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანა იყო. მეცნიერები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან, რომ გლობალური ტემპერატურა გრძელვადიან პერსპექტივაში 1,5 გრადუსზე მაღლა დარჩება. 2022 წლისთვის მსოფლიოში ტემპერატურამ 1,2 გრადუსით აიწია.
„გლობალურ ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგები უფრო სერიოზული გახდება. ბოლო რამდენიმე წელმა ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიო უკვე გრძნობს კლიმატის კრიზისის საგანგაშო შედეგებს, რომლისთვისაც ბევრი არ არის მზად. თუ პლანეტაზე გაგრძელდება დათბობა, სამყარო კიდევ უფრო ექსტრემალური ამინდის პირობებში აღმოჩნდება, ვიდრე პლანეტის დიდმა ნაწილმა უკვე განიცადა. ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ, რა გავლენა აქვს ამ სახის მოვლენებს ადამიანებსა და დედამიწაზე! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევამციროთ ემისიები და შევზღუდოთ მომავალი გლობალური დათბობის მასშტაბი,“ - განუცხადა CNN-ს კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მეცნიერმა რებეკა ემერტონმა.
0
0