
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნორთჰემპტონში, 40 წელზე მეტი ხნის წინ ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. ახალშობილი გოგონას ცხედარი, ნორთჰემპტონში, 1982 წელს იპოვეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რომელიც, საბოლოოდ, 1993 წელს დასრულდა და არავინ დაუსჯიათ.
2024 წელს, ნორთჰემპტონშირის პოლიციამ გამოძიება ხელახლა დაიწყო და, ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავა.
„უკიდურესად კომპლექსური გამოძიება ჩატარდა 40 წლის წინანდელ მოვლენებზე, რათა საქმე ამ პუნქტამდე მიგვეყვანა. ნორთჰემპტონშირის პოლიციის ათობით ოფიცერი და ჩვენი კოლეგები რეგიონში მიმდინარე ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ 48 ან მეტი საათის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული სამუშაოსთვის. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს,” - განაცხადა ნორთჰემპტონშირის პოლიციის დეტექტივმა ჯონი კემპბელმა.
0
0