
“დედაჩემმა ეს დაიმსახურა, რადგან ყველაზე მეტად ინერვიულა”, - ამის შესახებ ბლოგერმა, რეალითი-შოუს გამარჯვებულმა გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში დაწერა და დედისთვის განკუთვნილი საჩუქარიც დაასახელა.
"დედაჩემმა ეს დაიმსახურა, რადგან ყველაზე მეტად ინერვიულა.
კომენტარებზეც, პირადშიც უვარდებოდნენ, ბოლო სტუმრობაზე საერთოდ. არა და ჩემგან არ იმსახურებდა, მერე რა, რომ ჩემი ბრალი არ იყო.
არა და სულ გვერდში მედგა, სულ მამხნევებდა და ჩემზე ბევრად მეტს ღელავდა ყველაფერზე. ამიტომ დაიმსახურა ნერვების მოშლის კომპენსაცია.
დედების დღეს, 3-დან 8 მარტამდე დუბაიში ვიგულავებთ და ყველა უარყოფითს დავივიწყებთ, მან ეს დაიმსახურაააა. საჩუქრად ჩემგან ეს ცხელი და ბობოქარი საგზური - ამდენი გამძლეობისთვიიის. ერთად წავალთ და ყველა ცუდ ემოციას გავიბათილებთ ", - წერს შეროზია.
0
0