
უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - 18 წლის გოგონა ტბაში დაიხრჩო.
შემთხვევა სოფელ კართუბანში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ის თანასოფლელებთან ერთად საბანაოდ წავიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
გოგოს ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს და გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გოგონა ტბის დინებას გაიტაცა და ამოსვლა ვეღარ შეძლო.
„გოგონა შშმ პირი იყო, გონებრივი ჩამორჩენილობის პრობლემები ჰქონდა. დედისთვის უთქვამს, საბანაოდ გადასვლა მინდაო, რაზეც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. გაპარულა... სახლის უკანაა ეს ტბები. როგორც ვიცი, ორ დედმამიშვილთან და მეგობრებთან ერთად იყო. რომ გადამხტარა, დინებას ქვემოთ ჩაუთრევია, სადღაც, 20 წუთის შემდეგ მისმა თანატოლებმა ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი...
როგორც ამბობენ, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა გულის ამუშავებას ცდილობდა, თუმცა, უკვე დაღუპული იყო,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.
0
0