ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გამარჯვების გაფორმებას სჭირდება ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც ქუჩაში მყოფ ახალგაზრდებს დაგეხმარებათ.
ხუხაშვილი ახალგაზრდებს ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სთავაზობს.
"ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო, ყველაფერი მომწონს, რასაც და როგორც აკეთებთ. მომწონს, როგორი პატრიოტები, ვაჟკაცები, ჭკვიანები ხართ. როგორ ოსტატურად უმკლავდებით ბოროტი მხეცების კლანჭებს და ქვეწარმავლების შხამს.
მიყვარხართ და მეამაყებით. რადგან ჩემთვის მაინც ბავშვები ხართ და მაინც ვშფოთავ, ერთ რჩევას შემოგბედავთ: თქვენს წამოწყებულ ამ საშვილიშვილო ბრძოლაში სამშობლოს გადასარჩენად მამა არა, მაგრამ დედა ქუჩაშიც გჭირდებათ.
ასეთი დედობა დღეს შეუძლია გაგიწიოთ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც თქვენი და ჩვენი გაგებით ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა დარჩა ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ ბრძოლას მოიგებთ, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, რომ გამარჯვების ხავერდოვან გაფორმებას, სჭირდება ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.
მიდით, დაელაპარაკეთ. მგონია, რომ დამაგვირგვინებელ მომენტში ეს ძალიან გამოგადგებათ…." - წერს ხუხაშვილი სოცქსელში.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს დედაქალაქში.
0
0