10/09/2024
19:44
მსოფლიო
ტელეკომპანია CNN-ის გამოკითხვის თანახმად, „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის რეიტინგი საშუალოდ 49%-ს შეადგენს, ხოლო „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, ეს საშუალო მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ არ არსებობს აშკარა ლიდერი საპრეზიდენტო რბოლაში.
კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო დებატები სამშაბათს გაიმართება.
კანდიდატები ერთმანეთს ფილადელფიაში შეხვდებიან. ღონისძიება ადგილობრივი დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით ოთხშაბათს დილის 05:00 საათზე) დაიწყება და მას ტელეკომპანია ABC-ი მასპინძლობს.
საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ჯერ არ შეთანხმდნენ დებატების ახალ რაუნდზე, ამიტომ ეს შეხვედრა შესაძლოა ერთადერთი იყოს.
სტუდიაში მაყურებელი არ იქნება. ეს საარჩევნო კამპანია პირველია შეერთებულ შტატებში დებატების პირდაპირი ტრანსლაციის დაწყების შემდეგ, როდესაც მაყურებელს არ უშვებენ ორი კანდიდატის დებატებზე.
0
0