10/03/2022
15:15
პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის უწყების ცნობით, მათ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.
დოკუმენტში სამხრეთ ოსური და აფხაზური მხარეები ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის ორივე სახელმწიფოს ხალხების საკეთილდღეოდ გაძლიერების სურვილს ადასტურებენ. კომუნიკეში ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზეა ნათქვამი.
სამხრეთ ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად.
მინისტრები საქართველოს მოუწოდებენ, აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
სამხრეთ ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა თავიანთი მტკიცე განზრახვა დააფიქსირეს, რათა მიაღწიონ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ - საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შორის, ასევე საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკის შორის. ”, - ნათქვამია დოკუმენტში.
0
0