
დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შესაძლოა, გაუქმდეს და მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის დარჩეს სავალდებულო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან “ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც.
„უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ავიცრათ. რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც. აცრა ერთ-ერთი მთავარი დამცველია. აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა, "ომიკრონის" დროს კი მნიშვნელობა აქვს "ბუსტერს".
იცით, რომ ზოგმა ქვეყანამ დაიწყო მეოთხე დოზით აცრა, განსაკუთრებთ ხანდაზმული მოსახლეობის. ჩვენთანაც მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულზე .
რაც შეეხება მეორე მთავარ იარაღს, პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია, ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს. ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
0
0