
მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი, არ დავმალავ, როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არასწორი ინტერპრეტაცია ერთიანობა-კოორდინაციას შორის კონფლიქტს ეხებოდა.
„მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი, არ დავმალავ. როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა ერთიანობა-კოორდინაციას შორის კონფლიქტის. აქ საუბარია, რომ მოდი, მძლავრი კოორდინაციით დავიწყოთ, მერე დრო გვიჩვენებს, უკვე რა გზით უნდა წავიდეთ. მე ესე გავიგე ეს ყველაფერი. ასე რომ, დაველოდოთ, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა“.
ვაშაძეს კითხვა დაუსვეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა“.
საპასუხოდ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრობლემას ვერ ხედავს ითქვას ის, რაც საჯაროდაც სათქმელია.
„რაც სათქმელია, საჯაროდაც რომ ითქვას, რა პრობლემაა. თქვენ იცით, რომ მე პირადად ერთიანობის მომხრე ვარ, არა მხოლოდ მომხრე, არამედ ამისთვის ვმუშაობ კიდეც. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ეს შედგება. აქამდე გზა გასავლელი გვაქვს“, – აღნიშნა ვაშაძემ.
0
0