07/08/2023
14:12
საზოგადოება
სან-დიეგოს უნივერსიტეტი დავით ბერიაშვილთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„რაჭის ტრაგედია უამრავ ოჯახს შეეხო საქართველოში, და სამწუხაროდ, არც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა გამონაკლისი. 3 აგვისტოს ჩვენც დავკარგეთ ჩვენი პატარა ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. დავით ბერიაშვილი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული იყო, თუმცა ეს მისი პროფესიული ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი როლია. მისი მიღწევების, თუ გამორჩეული იუმორის დამსახურებით, დავითს იცნობს და აფასებს მრავალი ადამიანი და სრულიად საზოგადოება.
მისი პიროვნებიდან გამომდინარე, დავითს გლოვის ნაცვლად, ენდომებოდა, რომ გაგვეხსენებინა ის, როგორც ადამიანი და მეგობარი. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პატარა ოჯახს ყოველთვის ემახსოვრება მისი ცხოვრება და მიღწევები და დათუნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებსა და გონებაში.
თანავუგრძნობთ მის საოცარ დედას, იას, რომელიც მის აკადემიურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული. დავითის ოჯახის, მეგობრების და ახლობელი ადამიანების მანუგეშებელი სიტყვების პოვნა წარმოუდგენლად რთულია, თუმცა, დავიღი ალბათ ამასაც მოახერხებდა.
თანავუგრძნობთ რაჭის ტრაგედიის ყველა მსხვერპლის ოჯახს და ახლობლებს და მთელ საქართველოს...“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
0
0