01/11/2024
22:35
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა1-ის და ევროპის ტოპ-5 ლიგების ოქტომბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა – რჩეული მოთამაშეები ანალიტიკურმა პორტალმა whoscored-მა დაასახელა.
ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენში“ ოქტომბერში 3 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 5 ოქტომბერს „ოსერთან“ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო 26 ოქტომბერს „ანჟესთან“ ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა.
Whoscored-მა ქართველ მოთამაშეს „ოსერთან“ იდეალური შეფასება, 10 ქულა დაუწერა, „ლანსთან“ (სადაც არ გაუტანია) – 6,7, ხოლო „ანჟესთან“ – 7,66. ეს საშუალოდ 8,1 ქულაა და 4-4-2 ტაქტიკური სქემით შერჩეულ საფრანგეთის ლიგა 1-ის და ევროპის ტოპ-5 ლიგების თვის ნაკრებში დასახელდა.
0
0
ბრაკონიერმა თეთრიწყაროში შველი მოკლა
22/11/2024
თსუ-ს ეზოში სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ
22/11/2024