
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“. გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნეგატიურ შეფასებებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„ეკონომიკური პროცესები საკმაოდ სათუთია, ის უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას. ჩვენ რაც ისე მდიდარი ეკონომიკური წარსული გვაქვს და აქედან გამომდინარე თითოეული უპასუხისმგებლო ნაბიჯი პოლიტიკოსების მხრიდან არის ზღვარგადასული, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხშირად მსგავსი უსაფუძვლო განცხადებები საქართველოს ეკონომიკაზე ვრცელდება ისეთი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს და განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ.
„ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ფაქტობრივად თანხვედრაშია მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პროგნოზებთან და გეგმებთან. აქედან გამომდინარე, აცდენა საერთაშორისო პროფესიონალურ საფინანსო ინსტიტუტებსა და საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია, აცდენილია მხოლოდ ოპოზიციის შეფასებები. ვფიქრობ, ქართველი ხალხის სასიკეთოდაა ეს აცდენილი, რადგან მათი პროგნოზი და სურვილი, რომ საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდებოდა, არ გვექნებოდა ზრდა და ჩვენ გვექნებოდა ეკონომიკური კრიზისი და პრობლემები, არც ერთი ჩვენი მოსახლის ინტერესში არ არის, ეს არის კონკრეტული ჯგუფების, ოპოზიციონერების ინტერესში, რომელსაც ყველა ალით უნდა ხელისუფლების ხელში აღება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო წლებში გარე ინვესტორების მხრიდან გარკვეული ნდობა ჩამოყალიბდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ.
„მიუხედავად იმისა, რომ რყევები სასურველი არ არის, დიდწილად ეს ეკონომიკურ სურათს ვერ ცვლის. ჩვენ მაინც გვაქვს სტაბილურად განვითარების, ზრდის პროგნოზები და მოლოდინები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
0
0