29/03/2022
17:39
პოლიტიკა
მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის კონტაქტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებასა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიების გამართვის რეგულარულ ხასიათს.
საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას.
დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია.
გარდა ამისა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და ხაზი გაუსვეს ამ თარიღის მნიშვნელობას.
0
0