16/03/2022
00:07
პოლიტიკა
საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ამ ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და მისი გავლენა საქართველოზე, რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მინისტრმა სენატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯებისა და ღონისძიებების თაობაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.
დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს მისი მრავალწლიანი, აქტიური ჩართულობისა და საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის განუხრელი ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
0
0