04/04/2022
14:37
პოლიტიკა
როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, დავით ზალკალიანი ინიშნება ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან ელჩად და ეს არის არანაკლები პასუხისმგებლობა, ვიდრე სხვა პოზიცია.
„ყველაფრის რაღაცაზე მიბმა და პროვოცირება ხდება. დავით ზალკალიანის ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად დანიშვნა და მისი საგარეო მინისტრის თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი გადადო, რადგან როცა დიპლომატია სხვა რეჟიმში მუშაობდა, არ შეიძლებოდა, სხვა ნაბიჯის გადადგმა. ეს საკადრო გადაწყვეტილება სამთავრობო წრეში უფრო ადრე იყო მიღებული და გადაწყვეტილების მიღება დროის შერჩევა ომიდან გამომდინარე მოხდა. დავით ზალკალიანის სურვილი იყო, მინისტრის თანამდებობიდან წასულიყო, მაგრამ დიპლომატიაში ყოფილიყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დღეს პრემერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილმა შეცვალა, ხოლო ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024