
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ფეისბუკგვერდზე, მისი გუშინდელი პოსტი აღარ იძებნება. დეპუტატი წერდა, რომ “კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო”.
ცნობისთვის, დეპუტატი ე.წ. აგენტების კანონპროექტის გარშემო, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე წერდა.
„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა. ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული“. - დაწერა სონღულაშვილმა გუშინ, სოციალურ ქსელში.
0
0