
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებს, ფინეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრს სარი მულთალას, ისლანდიის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს იოჰან პოლ იოჰანსონს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს, პარიზის მერს, ანნ იდალგოს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს, ბრუნო ფუქსის შეხვდა.
კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრება.
კონფერენციაზე განიხილება კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის და საზღვაო გარემოსა და რესურსების დაცვის ერთიანი მიდგომების საკითხები.
ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაერო-ს კონფერენცია გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს.
ქალაქ ნიცაში, გაერო-ს მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონაწილეობს.
0
0