დავით ქართველიშვილი: ზელენსკის მოუწევს ტერიტორიული დათმობები რუსეთის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას დაკარგავს
A-
+A

მსოფლიოში გავლენების გადანაწილების პროცესში უკრაინის ბედზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში ვლადიმერ ზელენსკის მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.
დავით ქართველიშვილის თქმით, ტრამპი-ზელენსკის შეხვედრაზე, საუბარი სწორედ იმ პირობებს შეეხება, რომლის შესრულებაც უკრაინის ლიდერს მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს დონეზე ის აშშ-ს ლიდერს ვეღარ შეხვდება.
„ევრობიუროკრატიული მმართველობა ყველაზე თამაშგარე მდგომარეობაშია. ზელენსკი ბრუტუსის კვალს დაადგა და მას მოუწევს ტრამპთან შეხვედრა. რაზე უნდა ელაპარაკოს ტრამპი - იმაზე, რომ მას მოუწევს ტერიტორიული დათმობები რუსეთის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას დაკარგავს.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოიხსნა ალასკის შეხვედრის შემდეგ რუსული სტიგმა, ეს არის ტრამპის განცხადება [დათმობაზე წასვლა] და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტრამპმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ზელენსკი, რომელიც პუტინისთვის არის არაქმედუნარიანი პრეზიდენტი, რომელთანაც რუსეთი ხელს არაფერზე მოაწერს. ტრამპმა ზელენსკის უნდა გადასცეს ეს პირობები და ამ უკანასკნელის სიჯიუტის შემთხვევაში, ტრამპი ზელენსკის აღარ შეხვდება, იმიტომ, რომ ერთხელ ის თებერვალში შეხვდა ტრამპს და ამ აუდიენციის ფორმა შეურაცხმყოფელი იყო აშშ-ს პრეზიდენტისთვის. ახლაც თუ იგივეს გააკეთებს ზელენსკი (თუნდაც შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი) და მსგავს ტრუკებს ჩაუტარებს ტრამპს, მესამე შეხვედრა მათ შორის ვერ შედგება. რაც შეეხება სენატორებს, რომლებიც ზელენსკის ჩაყვებიან, მათ ტრამპი მხოლოდ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
0
0
37
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%