დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელ ბატონ ოლისოვი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობა ან თვითშემოქმედებაა - ცივი წყალი დალიოს
A-
+A

რადიკალური ოპოზიციის მიერ უწმინდესი შიო მესამისთვის რუსეთის წარმომადგენლის მილოცვასთან დაკავშირებით აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ისინი უარყოფითად რეაგირებენ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
„რადიკალებისთვის ყველაზე დიდი საშინელება და ის, რაც მათში სიძულვილს იწვევს, არის იმის წარმოდგენაც კი, რომ საქართველომ შეიძლება ოდესღაც თავისი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს. ისინი, ვინც დღეს ტირიან გარდაცვლილ ილია მეორეს, ცოცხალი თავით არ ახსენებენ იმ სანუკვარ და მის სიცოცხლეში განუხორციელებელ ნატვრასა და ოცნებას - სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩაეტარებინა წირვა.
გგონიათ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ რომ ჩაატაროს ეს წირვა და მიუძღვნას თავის სულიერ მამას, მასწავლებელს, ერის მოძღვარს, ილია მეორეს, რადიკალებისგან ვინმეს გაუხარდება? იმდენად არაადეკვატური ემოციებით შეხვდნენ გუშინდელ, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, როდესაც ახლად არჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ, აიძულა, ხაზს ვუსვამ, რუსეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი ოლისოვი, (რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციას შვეიცარიის საელჩოსთან), რომ პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ქართველმა პატრიარქმა ტიტული - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - თავის ტიტულს შემატა, მოეხსენებინა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ჩვენი უწმინდესი შიო მესამე ამ ტიტულით.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობა ან თვითშემოქმედებაა - ცივი წყალი დალიოს. ეს იყო დროში გამოზომილი განცხადება, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს ისე, როგორც ეკუთვნის, და არა ისე, როგორც სცადეს ამ განცხადების დაკნინება ჩვენმა ნაცსექტანტებმა გუშინვე და აქცენტი გააკეთეს, რომ რუსეთის წარმომადგენელმა პატრიარქს მიულოცა, მაგრამ როგორ მიულოცა - ეს მომენტი საერთოდ არ უხსენებიათ.
0
0
35
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
13/05/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%