12/11/2021
19:14
საზოგადოება
ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გახარიას მისი პრემიერობის პერიოდში არაერთხელ გაუკეთებია განცხადება მედიკამენტებზე ფასის შემცირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა, თანაგუნდელებს არ გაუკრიტიკებია და მას მუდამ მხარს უჭერდნენ.
„2019 წლის ოქტომბრის ბოლოს, რეგიონებში ვიზიტებისას, ექსპრემიერი გახარია ჰპირდებოდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომ წამლების სიძვირესთან დაკავშირებით "იქნება რეაგირება და ეს საკითხი დარეგულირდება". არ იყო რეაგირება და ეს საკითხი არ დარეგულირებულა. მიუხედავად ამისა, ექსპრემიერი არავის დაუბულინგებია და ბოლომდე მისი მხარდამჭერების პოზიცია გვეკავა. გადის ერთი წელიწადი და 2020 წლის დეკემბერში ექსპრემიერი კვლავ ეხება ამ მძიმე საკითხს: "მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე; უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული". გავიდა "უახლოესი პერიოდი", არც არაფერი, მაგრამ ექსპრემიერი არც მაშინ არავის არ "დაუ-ჰა-ჰა-ვებია". როგორც ექსპრეზიდენტთან, ასევე ექსპრემიერთან მიმართებაში ერთი ძირითადი დაკვეთა აქვს საზოგადოებას: სახეს ნუ დაკარგავთ - ტეხავს!“ - წერს ქართველიშვილი Facebook- ზე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024