
„მაინც მწერენ ხოლმე "პირადში", როგორ შეგიძლიათ მოგწონდეთ ის "ფაქტი", რომ საქართველოში მხოლოდ "1 434 738, 023" ქართველი დარჩა, რომ "უამრავი არაბული სოფელია" და "აბა, რანაირი ქართველი ხართ",“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილი პოსტში სვამს კითხვებს - რომელ "არაბულ სოფლებს" ეძებთ??? ქართველების რომელ რიცხობრივ შემცირებაზე ღვრით ნიანგის ცრემლებს?
„მაინც მწერენ ხოლმე "პირადში", როგორ შეგიძლიათ მოგწონდეთ ის "ფაქტი", რომ საქართველოში მხოლოდ "1 434 738, 023" ქართველი დარჩა, რომ "უამრავი არაბული სოფელია" და "აბა, რანაირი ქართველი ხართ". ამით კი მთავრდება მიმოწერა. ვეცდები, ერთხელაც განვმარტო: რა მომწონს და რა არ მომწონს. ამისთვის, მოვიშველიებ კალკულატორს და ინტერნეტს.
მაშ ასე, რა არ მომწონს - არ მომწონს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობისას ქვეყანაში გარდაიცვალა 435,8 ათასი ადამიანი. მომწონს, რომ დაიბადა 458,2 ათასი. არ მომწონს, რომ დადებითი ბალანსი სულ რაღაც 22,4 ათასია. ასევე არ მომწონს, რომ მოქმედი ხელისუფლების დროს გარდაიცვალა 584,9 ათასი. მომწონს, რომ დაიბადა - 593,3 ათასი. სასტიკად არ მომწონს, რომ დადებითი ბალანსი მხოლოდ 8,4 ათასია. თუმცა პანდემიამ "დამატებით" 19,5 ათასი ადამიანი წაგვართვა, ეს რომ არა ბალანსი 27,9 ათასი იქნებოდა, რაც მაინც არ მომწონს.
ახლა გადავიდეთ იმაზე, რაც არა თუ არ მომწონს - მაშფოთებს. პირველ რიგში, მაშფოთებს ყოველწლიური საშუალო 22 ათასი "ქართული აბორტი", რამაც ქვეყანას უკანასკნელი ორი მმართველობის პირიოდში ქართველი მამების და დედების თანხმობით და ქართველი ექიმების ხელით, ქვეყანას ნახევარი მილიონი პატარა ქართველი მოუკლა. ასევე მაინტერესებს, "არაბების" ძებნით დაკავებული მორწმუნე პატრიოტების ოჯახებში რამდენი ქართველი ბავშვი იქნა მოკლული...
კიდევ ერთი რამ მაშფოთებს - სააკაშვილის ხელისუფლებამდე, დაფიქსირებული იქნა ქართველების მიერ მთლიანად დაცლილი 164 სოფელი, 152 სოფელი - მოსახლეობით 1-დან 10 ადამიანამდე, ხოლო 169 სოფელი - მოსახლეობით 11-დან 25 ადამიანამდე. საუბარია ქართულ სოფლებზე და არა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სხვა რეგიონების ეთნიკურად არაქართულ სოფლებზე. 2014 წლისთვის სრულიად დაცარიელებული ქართული სოფლების რიცხვი სხვადასხვა მონაცემებით 300-ს აღემატებოდა, ხოლო მთლიანობაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში, სრულად და ნაწილობრივ დაცარიელებული ქართული სოფლების რაოდენობა 1700 აღწევს.
რომელ "არაბულ სოფლებს" ეძებთ??? ქართველების რომელ რიცხობრივ შემცირებაზე ღვრით ნიანგის ცრემლებს? ერთმა "პატრიოტმა" ისიც მომწერა, სოფელ იორმუღანლოშიო ასი ათასი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობსო. ეს რიცხვი ბოლო ათ წელიწადში გაიზარდაო და ეს ნორმალური არისო??? ქართველების მიერ საკუთარი შვილების განადგურების ფონზე ეთნიკურაფ არაქართველი ჩვენი თანამემამულეები რატომ მრავლდებიანო, ამას მეკითხებოდა ის "პატრიოტი"...
აი, ხომ ხედავთ, რამდენი რამე არ მომწონს ქვეყანაში. თქვენ კი, საპირისპირო პოზიციას მიწუნებდით. დაუბრუნდით ახლა, "არაბული სოფლების" ძებნას, "ასი ათასი გაყიდული ქართველი ბავშვების" თემას, ოღონდ საკუთარი განადგურებული არ შეიმჩნიოთ და მიტოვებულ სოფლებში წინაპრების მიტოვებული სასაფლაოები არ მოინახულოთ - შანსი არაა, საფლავები იპოვოთ იმ ჯუნგლებში...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0