30/10/2021
14:20
საზოგადოება
,,ჯერ კიდევ შარშან, საფრანგეთში განლაგებულ Ipsos-ის სათავო ოფისს თავის მართლება მოუწია, უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის მიერ (რომლის სახელმძღვანელო რგოლს ძირითადად რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ) საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების საეჭვო და რეალობას აცდენილი შედეგების გამო. წელს კი, ამ მკვლევარ-ორგანიზაციას არჩევანი უნდა გაეკეთებინა Ipsos-ის კორპორაციული რეპუტაციისა და პრესტიჟის დაცვასა და პოლიტიკური თაღლითების ბინძურ თამაშებში მონაწილეობის მიღების გაგრძელებას შორის. ამჯერად, თაღლითები დამარცხდნენ და Ipsos-ის მისამართით - ცრუ ბრალდებამ, მუქარამ, შანტაჟმა და შეურაცხყოფამაც არ დააყოვნა. ამ ყველაფერს ვეღარ შეეგუა Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ პეიჯი, რომელმაც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას (რომლითაც მან Ipsos-ის წარმომადგენელი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა) - „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა. ამრიგად, ნაგავთან მორიგი თანამშრომლობა დასრულებულია. ნაგავი ნელ-ნელა თვითიზოლაციაში ექცევა თავის სანაგვეში და იმ კორპორაციების "შავ სიას" დაამშვენებს, რომლებთან თანამშრომლობა - სირცხვილი და დანაშაულია.’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024