დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციებზე: უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკული თვალსაზრისით მათ "ჩალის ფასი" აქვთ. თუმცა, იშვიათად, ასეთი რეზოლუციები მაინც ახდენდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ზეგავლენას
A-
+A

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, ევროსაბჭოსა თუ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მათ გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინეს სხვადასხვა ქვეყანაში.
დავით ქართველიშვილი იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს გარკვეული შედეგი მოჰყვა.
"ხშირად ევროპარლამენტი ან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს კრიტიკულ რეზოლუციებს რომელიმე ქვეყნის ან მთავრობის წინააღმდეგ, რაც ამ ქვეყნების მხრიდან მტრულად აღიქმება. უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკული თვალსაზრისით მათ "ჩალის ფასი" აქვთ. თუმცა, იშვიათად, ასეთი რეზოლუციები მაინც ახდენდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ზეგავლენას, მაგალითად:
თურქეთი (სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 2016), რომელიც ევროპარლამენტმა და საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ გააკრიტიკეს თურქეთი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის რეპრესიებისთვის.
2017 წელს, საპარლამენტო ასამბლეამ თურქეთი კვლავ დააბრუნა მონიტორინგის პროცესში, რაც გარკვეულწილად დიპლომატიური დარტყმა იყო ანკარასთვის. ამ რეზოლუციებმა ხელი შეუწყო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას.
პოლონეთი და უნგრეთი (სასამართლო რეფორმები, ლგბტ+ თემის დისკრიმინაცია და მედიაზე ზეწოლა) - ევროპარლამენტმა არაერთი რეზოლუცია მიიღო "კანონის უზენაესობის დარღვევის გამო", რაც გახდა საფუძველი ევროკავშირის დებულების მე-7 მუხლის ამოქმედებისა (რაც ითვალისწინებს წევრი ქვეყნის ხმის უფლების შეჩერებას). ასევე, ევროკავშირმა დროებით შეუწყვიტა ფინანსური დახმარება ამ ქვეყნებს. შედეგად, პოლონეთმა და უნგრეთმა გარკვეული ცვლილებები განახორციელეს თავიანთ კანონებში, სწორედ საერთაშორისო ზეწოლის, მათ შორის ამ რეზოლუციების გავლენით.
უკრაინა (ევრომაიდნის მოვლენები, 2014 წლის იანვარი) - ევროპარლამენტმა და საპარლამენტო ასამბლეამ "მკაცრად გააკრიტიკეს ძალადობა და მოუწოდეს დიალოგსა და რეფორმებზე". ეს რეზოლუციები საერთაშორისო მხარდაჭერის ნაწილი გახდა უკრაინელი დემონსტრანტების მიმართ და იანუკოვიჩის რეჟიმის წინააღმდეგ შექმნეს პოლიტიკური ზეწოლის ატმოსფერო.
ბელარუსი - განსაკუთრებით 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიღებულ იქნა არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რამაც გზა გაუხსნა ევროკავშირის სანქციებსა და ლუკაშენკოს საერთაშორისო იზოლაციას, რასაც
ბელარუსის ხელისუფლება მაინც არაფრად აგდებს.
ფაქტობრივად, ეს არის იმ მაქსიმუმის მაგალითები, რომლებსაც თავის დროზე მიაღწიეს ამ კრიტიკულმა რეზოლუციებმა. პოლონეთის და უნგრეთის შემთხვევაში რაღაც შედეგის მიღწევა უფრო იოლი იყო, ეს ქვეყნები ხომ "ევროსაბჭოთა" კავშირის ოფიციალურ მძევლობაში იმყოფებიან. უკრაინაში ამ რეზოლუციებმა დამატებითი ბიძგი მისცეს იმ მოვლენების დაწყებას, რომლებიც დღესდღეობით ამ სახელმწიფოს ყოფნა/არყოფნას კითხვის ქვეშ აყენებს. ბელარუსს სასაცილოდ არ ეყო ყოველივე ეს, არც თურქეთი შეწუხებულა დიდად. აზერბაიჯანმა კი 2024 წლის აგვისტოში, ყველა ის 76-ვე დეპუტატი, რომლებმაც 2024 წლის იანვარში PACE-ს სხდომაზე ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას უყარა კენჭი, სანქციების ქვეშ აიყვანა,"- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0
30
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%