
ლონდონში მომხდარი ფინანსური სკანდალის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, მიზნობრივი პროგრამებისთვის განკუთვნილი 5,1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, ფიქტიურ ფონდებზე გადანაწილების გზით დაიკარგა და მის კვალს ვერ ადგენენ.
„საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მოვიკითხოთ - როგორ არის? პრემიერ-მინისტრი როგორ ჰყავს? ლეიბორისტული პარტია ხომ მხნედაა? ლონდონში უპრეცედენტო სკანდალი აგორდა - მიზნობრივი პროგრამებისთვის განკუთვნილი 5,1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი "აორთქლდა" ფიქტიურ ფონდებზე გადანაწილების გზით, რომლის გზა-კვალს ვერ ადგენენ.
და ამ ყველაფერს ახორციელებდა კირ სტარმერის "სიამაყე", რეიჩელ რივზი: ლეიბორისტი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც სტარმერმა დანიშნა ქვეყნის ხაზინის კანცლერის თანამდებობაზე. ბრიტანეთი შოკშია, ეს არის ქვეყნის ხაზინის ძარცვის უპრეცედენტო ფაქტი, რომლის კვალი პირდაპირ პრემიერ-მინისტრის ოფისისკენ მიდის და რომელმაც არამხოლოდ მისი, არამედ ლეიბორისტული პარტიის მომავალი შესაძლოა სუიციდურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.
საქართველომ გუშინ მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე დაწვრილებით განაცხადა თავის უკომპრომისო მზაობაზე, ქვეყანაში კორუფცია დაამარცხოს. იმავე სულისკვეთების იყო ანრი ოხანაშვილის ბრიფინგიც, უახლოეს მომავალში ახალი უიღბლო კორუფციონერების საჯარო მხილებისა და მათი დაკავების შესახებ.
ბრიტანეთის პრემიერი კი დუმს, ის სერიოზულ შარში და ხაფანგშია: აღიარებ და გადადგომა გაქვს გარდაუვალი, არ აღიარებ და თანამონაწილეებში გადიხარ. ამიტომ მოვიკითხე ელჩი. შეუძლია ჩვენთან გაიაროს კონსულტაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მისი მინისტრთა კაბინეტის შეფი: პარტნიორებს თუ არ დაეხმარები შენი გამოცდილებით, რაის მეგობრობაა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს
25/06/2025