დავით ქართველიშვილი: აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act მოხსნილია დღის წესრიგიდან, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რეალისტური მიდგომის გამოვლინება საქართველოსთან მიმართებით
A-
+A

„ბოლო კვირებში საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი მოვლენები განვითარდა, რომლებიც აშკარად აღიქმებიან, როგორც გარდატეხა დასავლეთის ანტიქართულ კამპანიაში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act მოხსნილია დღის წესრიგიდან, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რეალისტური მიდგომის გამოვლინება საქართველისთან მიმართებით.
„აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act მოხსნილია დღის წესრიგიდან - კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა სანქციების დაწესებას ქართველი ოფიციალური პირების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტი გაზაფხულზე დაამტკიცა, სენატში მისი განხილვა ფაქტობრივად შეჩერდა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რეალისტური მიდგომის გამოვლინება საქართველოსთან მიმართებით.
მოგვიანებით უკვე ევროკომისიამ ვერ შეძლო კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე.
მიდგომა ამ ეტაპზეც იგივეა: კონკრეტულ პირებს უნდა მიადგეს პასუხისმგებლობა, ხოლო მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შენარჩუნდება, თუმცა კონტროლი გამკაცრდება.
და უკანასკნელი ფაქტი: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მოქმედი ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის ანტიქართულ განცხადებებს 57-დან მხოლოდ ათმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ თვით დასავლურ სტრუქტურებშიც კი არ არსებობს თანხმობა საქართველოს წინააღმდეგ წნეხის გაგრძელებაზე. დიპლომატიურ ენაზე ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ევროპის რადიკალური ფრთის მარცხი და სუვერენული დიალოგის გამარჯვება.
1
0
38
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%