
ანაკლიის პორტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც დაძრავს - ამის შესახებ ხალხის ძალის წევრმა დავით ქართველიშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში განაცხადა.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ როდესაც ანაკლიის პორტი მილიონობით ტონობით ტვირთს მიიღებს, რუსეთის მარშუტები ჯერ კიდევ დაკონსერვებული და გაყინული იქნება, ამიტომ აფხაზეთის რკინიგზა მისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მნიშვნელობას შეიძენს.
,,მაშინ რუსეთმა სასწორის ერთ მხარეს უნდა დადოს 40 ათასი სეპარატისტის ინტერესების დაკმაყოფილება და მეორე მხარეს საკუთარი ეკონომიკის მიერთება აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებაზე“ - თქვა ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.
ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის მოქმედ ლიდერებს გაუჭირდებათ საკუთარი გადაწყვეტილებების უკან წაღება, მაგრამ არსებობს რეალური შანსი რუსეთში ხელისუფლების ისეთი პირებით ჩანაცვლებისა, რომლებიც არ იქნებიან საკუთარი გადაწყვეტყილებების მძევლები. ხელისუფლების ცვლილების პირობად კი დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებს ასახელებს, სადაც მას არანაირი წინსვლა არ აქვს და ცენზურის მიუხედავად, მოსახლეობაში ეს ინფორმაცია მაინც არ იმალება.
ამასთან, დავით ქართველიშვილი რუსეთთან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკითხის დაძვრაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დახმარების და როლის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
0
0