დავით ქართველიშვილი: 15 აგვისტო ასოცირდება მშვიდობასთან - ვიხილავთ თუ არა მსგავს შედეგს ალიასკის ისტორიულ შეხვედრაზე, მალე შევიტყობთ
A-
+A

„გასამდება თუ არა დღეს ალიასკას ანკორიჯის 15 აგვისტო - მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით? ასეა თუ ისე, სწორედ ეს თარიღი ასოცირდება მეორე მსოფლიო ომის დასასრულთან, რაც ზე-სიმბოლურია და დღევანდელი სამიტის ორგანიზატორებს შეუძლებელია ეს არ სცოდნოდათ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, 15 აგვისტო ასოცირდება მშვიდობასთან - ვიხილავთ თუ არა მსგავს შედეგს ალიასკის ისტორიულ შეხვედრაზე, მალე შევიტყობთ.
„1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ გამოაცხადა კაპიტულაცია, რამაც მეორე მსოფლიო ომის ფორმალურად დასრულება და ომის შემდგომი მშვიდობიანი წესრიგის დაწყება გამოიწვია. ეს გახდა მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი.
გარდა ამისა, ნიდერლანდებში ყოველწლიურად 15 აგვისტოს ტარდება "ხსოვნის დღე", რომელიც იმავე თარიღს უკავშირდება (National Remembrance 15 August 1945), აღინიშნება "ინდონეზიის ძეგლთან" და ეძღვნება ჰოლანდიური "ოსტ-ინდოეთის" იაპონური ოკუპაციის დასრულების გახსენებას. ეს არის ქვეყნის ისტორიაში მშვიდობისა და შერიგების მნიშვნელოვანი სიმბოლო. ვიხილავთ თუ არა მსგავს შედეგებს 80 წლის შემდეგ - შევიტყობთ თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთიდან, როდესაც ალიასკაში ეს ისტორიული შეხვედრა დაიწყება...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0
20
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%